წუხელ ღამით ლონდონში, Brit Awards-ის რიგით 36-ე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ვარსკვლავებმა ჯერ წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინეს, მოგვიანებით კი დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც წამყვანებმა ენტონი მაკპარტლინმა და დეკლან დონელიმ გამარჯვებულები გამოავლინეს.
გარდა ამისა, დასამახსოვრებელი მუსიკალური ნომრებიდან აღსანიშნავია ჯასტინ ბიბერის, რიანას, ადელისა და Lorde-ს გამოსვლები. Brit Awards 2016-ის დაჯილდოვება წლევანდელი სუპერ ბოულის გმირმა, კრის მარტინმა გახსნა ჯგუფ Coldplay-სთან ერთად. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა წლის ჯგუფის ნომინაციაში გამარჯვებულიც.
როგორც მოსალოდნელი იყო, დაჯილდოვების ტრიუმფატორი ადელი გახდა, რომელმაც ერთდროულად საუკეთესო შემსრულებელი ქალის, სინგლისა და ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ადელმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის დროს ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
Brit Awards 2016-ის გამარჯვებულთა სრული სია კი ასეთია:
საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი: ჯეიმს ბეი
საუკეთესო შემსრულებელი ქალი: ადელი
საუკეთესო ჯგუფი: Coldplay
წლის პროდიუსერი: ჩარლი ენდრიუ
საუკეთესო სინგლი: ადელი, Hello
საუკეთესო მუსიკალური ვიდეო: One Direction – Drag Me Down
წლის ალბომი: ადელი, 25
წლის აღმოჩენა: Catfish and the Bottlemen
წლის საერთაშორისო მუსიკოსი ქალი: ბიორკი
წლის საერთაშორისო მუსიკოსი მამაკაცი: ჯასტინ ბიბერი
წლის საერთაშორისო ჯგუფი: Tame Impala