ბრიტანეთის გზებზე მობილური ტელეფონის დეტექტორები ამუშავდა. ინგლისის პოლიციას კანონდამრღვევი მძღოლების აღმოჩენაში ამიერიდან სპეციალური გადამცემები დაეხმარება.
მობოლური ტელეფონების დეტექტორები დასაწყისისთვის ჰემფშირის გზაზე დაამონტაჟეს. ინოვაციური გაჯეტი მძღოლებს გააკონტროლებს და მობილური ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში სპეციალურ გამაფრთხილებელ ნიშანს მისცემს. კომპანია Westcotec-ის სისტემა მობილურის ყველა აქტივობას 2G-ს, 3G-ს, 4G-სა თუ Bluetooth სიგნალსაც აფიქსირებს.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, სიახლე დასაწყისისთვის სატესტო რეჟიმში იმუშავებს და მძღოლების ცნობიერების ამაღლება დაევალება. საკანონმდებლო სახე კი მას სავარაუდოდ, მოგვიანებით მიეცემა, კანონდამრღვევთა დასჯაც მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.
ბრიტანული კანონმდებლობით, საჭესთან მობილური ტელეფონის გამოყენება ჯარიმას – 200 ფუნტ სტერლინგს ითვალისწინებს. ასე რომ მომავალში სისტემა ბიუჯეტში შემოსულ თანხასაც საგრძნობლად გაზრდის.