ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს მრჩეველმა, მარტინ ნერიმ პატიმრებისთვის პლანშეტების დარიგების ინიციატივა გამოთქვა, რათა „საკიპის“ მეშვეობით მათ ნათესავებთან კონტაქტი შეძლონ.
„ისინი დიდ დროს ატარებენ კამერებში, ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დრო უფრო პროდუქტიულად გავიდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემა, სადაც ეს ინიციატივა გამოქვეყნდა წერს, რომ იუსტიციის მინისტრი, მაიკლ გოუვი ამ საკითხზე მუშაობს და უახლოეს მომავალში მისი დასკვნაც ცნობილი გახდება.