LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელები ქართულ ღვინოს ეცნობიან

88

დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ქართული ღვინით დაინტერესებულ ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს ეწვია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ტურის ფარგლებში, ბრიტანელი პროფესიონალები ღვინის მარნებსა და კომპანიებს კახეთში ეცნობიან. ბრიტანელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „თელავის ღვინის მარანი“, GWS, „მუკადო ვაინს“, „ალავერდის მონასტრის მარანი“, „ვიტა ვინეა“, „ფაფარი ველი“, „კახა ჭოტიაშვილის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“.

კახეთში გამგზავრებამდე, სარა ებოტი ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, ღვინის შეფუთვასა და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები გააცნო, რაც ქართული ღვინის ამ ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.

„საქართველოს დიდი ბრიტანეთის ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს. ეს ვიზიტი გამორჩეულია, რადგან დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის გამორჩეული ბაზარია. ამ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება ქართული ღვინისთვის პრიორიტეტია. ამ ჯგუფის წევრები ვიზიტის შემდეგ დაწერენ და ინფორმაციას გაავრცელებენ ქართული ღვინის კულტურის შესახებ, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას დიდ ბრიტანეთში“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მაგისტრის სარა ებოტის მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group“ შეარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g