LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებმა toyota Hilux-ის რეკლამა აკრძალეს და აი რატომ

135
toyota

ბრიტანეთში პიკაპია Toyota Hilux-ის რეკლამა აკრძალეს. დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების სააგენტომ უკან გამოიწვია ვიდეო რგოლი, რომელშიც პიკაპის შესაძლებლობებია წარმოდგენილი, თანაც ეს ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე ძველია. საუბარია კადრებზე, სადაც ათობით ავტომობილი დამშრალი მდინარის კალაპოტზე მიდის. სააგენტოში ფიქრობენ, რომ toyota-მ გარემოს მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის არ ქონა გვაჩვენა.

გარდა რეკლამისა, სააგენტომ აკრძალა სარეკლამო პლაკატიც, რომელზეც რამდენიმე Toyota Hilux მტვრის კორიანტელში, ველურ ბუნებაშია გადაღებული. მიზეზი იგივეა – ფოტომ შესაძლოა ვინმეს მოუწოდოს, რომ უგზოობაში გავიდეს უპასუხისმგებლოდ და გარემო დააზიანოს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა როცა ბრიტანეთში რეკლამა გარემოს მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის არ ქონის გამო იბლოკება.

Toyota-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ სარეკლამო ვიდეო 2020 წლით თარიღდება, ის სლოვენიაშია გადაღებულია, კერძო სამფლობელოში, მეპატრონის ნებართვით. კომპანიამ ხალხს ისიც შეახსენა, რომ ელექტროფიკაციაზე 1997 წლიდან მუშაობს და ეკოლოგიაზე ზრუნვასაც აქტიურად ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები