LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი ბიზნესმენი: საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი

110

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბრიტანელ ბიზნესმენსა და ფილანტროპ სტივენ ფეარს ტექნოპარკში უმასპინძლა.

სააგენტოს ინფორმაციით, Fear Group-ის დამფუძნებელმა საჯარო ლექციაზე საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეობის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა.

მათი ინფორმაციით, ლექციას ბიზნესის წარმომადგენლები, სტუდენტები და დამწყები მეწარმეები ესწრებოდნენ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და პირადი მაგალითების გათვალისწინებით, სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას ბიზნესთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევები მისცა. სტივენ ფეარმა ასევე ისაუბრა, როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეწარმეს, მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ცნობისთვის, სტივენ ფეარი გახლავთ ინგლისელი მეწარმე, ბიზნესმენი, ფილანტროფი და ავტორი, დაახლოებით ორმოცდაათწლიანი საერთაშორისო ბიზნესგამოცდილებით. ფეარს ხშირად მოიხსენიებენ როგორც “სატელეფონო ყუთის მილიონერს”. დღესდღეობით ფეარი სათავეში უდგას საკუთარი უძრავი ქონების იმპერიას და მასთან ერთად დაინტერესებულია სხვადასხვა ინდუსტრიით, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებით, სასტუმროებით, საცხოვრებელის კეთილმოწყობითა და მწარმოებლობით.

სტივენ ფეარი არის Fear Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თავის ვაჟთან, ლეონ ფეართან ერთად მართავს. Fear Group დაინტერესებულია სტრატეგიული მიწის ფართობის ხელშეწყობით, საერთაშორისო საკუთრების განვითარებითა და ინვესტირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები