LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი მომღერალი 300-მდე პლასტიკური ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

185

სრულფასოვანი გარეგნობისკენ ლტოლვა ადამიანს, შესაძლოა, სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. ერთ დროს პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი პიტ ბერნსი 23 ოქტომბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. მომღერალი, ჯგუფის Dead or Alive სოლისტი 57 წლის იყო. გარდაცვალების შესახებ მისი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერეს.

გულის შეტევის მიზეზი, დიდი ალბათობით, უამრავი პლასტიკური ოპერაცია გახდა. ათობით ქირურგიული ჩარევა, რომელთა უმეტესობაც ნარკოზით მიმდინარეობდა, მომღერლის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახა. გასულ წელს მორიგი წარუმატებელი ოპერაციის შედეგად ბერნსი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, შემდეგ კი ექიმს უჩივლა.

„იმედი მაქვს, რომ როდესაც 80 წლისა გარდავიცვლები, ღმერთი, უბრალოდ, ვერ მიცნობს,“ – ხუმრობდა მომღერალი.

ბერნსს ბოლო წლების განმავლობაში „შოუბიზნესის ფრანკენშტეინს“ უწოდებდნენ.

pete-burns-freak

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები