ბრიტანელი მსახიობის, ტომ ჰოლანდის, უალკოჰოლო ლუდის ბრენდმა და რობერტ დაუნი უმცროსის ყავის კომპანიამ ერთობლივი სასმელების სერია დააანონსა. სიახლის შესახებ Craft Brewing Business წერს.
კოლაბორაცია მოიცავს ორ პროდუქტს:
– უალკოჰოლო ყავის არომატიანი ლუდი Bero Coffee Draught, რომელიც სპეციალური საფუვრით არის დამზადებული; ეს არის რბილი, ყავის არომატით გამორჩეული დრაფტული სასმელი, რომელშიც იგრძნობა კაკაოს ტონები, მსუბუქად შემწვარი გემო და ნაზი კრემოვანი სტრუქტურა.
– ყავა Happy Eternal Hoptimist, რომელიც შედგება ბრაზილიური და კოლუმბიური არაბიკის ნაზავისგან და გემოში ქერის ნოტებს შეიცავს. ასევე იგრძნობა ციტრუსისა და და ფიჭვის ნოტებიც. პროდუქტი სრულიად უალკოჰოლოა.
ორივე სასმელი ამერიკულ ბაზარზე გამოვა.
ეს მსახიობების პირველი ერთობლივი პროექტია მას შემდეგ, რაც ისინი Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში ერთად მონაწილეობდნენ.