ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი საგასტროლო ტურნეებს ასრულებს. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც მომღერალი ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში დაგეგმილ ყველა კონცერტს დაასრულებს. ამის შესახებ გამოცემა “მირორი” იუწყება. როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გასულ წელს ელტონ ჯონმა ბაქტერიული ინფექციის გამო, რამდენიმე დღე რეანიმაციაშიც გაატარა. ამის შემდეგ 70 წლის ლეგენდარულმა მომღერალმა ყველა კონცერტი გადადო.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ელტონ ჯონი მსოფლიტო ტურნეში Wonderful Crazy Night Tour იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს მოსკოვსაც ეწვია. საქართველოში კონცერტები 30 ივნისსა და 1-ელ ივლისსაა დაგეგმილი, თუმცა სავარაუდოდ, ეს ელტონ ჯონის ერთ-ერთი ბოლო კონცერტი იქნება.
ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი, სერ ელტონ ჯონი მუსიკალური კარიერის 50 წელს ითვლის. ამ დროის მანძილზე მან 250 მილიონი ჩანაწერი გაყიდა, 52 სინგლი კი, ბრიტანული ჩარტების 40-ეულშია შესული. ჟურნალ Rolling Stone-ის მონაცემებით მუსიკოსი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში 49-ზე ადგილს იკავებს.