LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ბრიტანეთიდან ავსტრალიაში სულ რაღაც 4 საათში – ახალი ძრავის დამსახურებით ფრენის ხანგრძლივობა მინიმუმამდე შემცირდება

79
fly air news3231

დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიამდე ჩაფრენას შესაძლოა სულ რაღაც 4 საათი დასჭირდეს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოდან ნიუ-იორკამდე მოგზაურობას – ამ შემთხვევაში დრო მხოლოდ 1 საათი იქნება.

ბრიტანული კომპანია Reaction Engines ინოვაციურ ძრავზე მუშაობს ასრულებს და სიახლე არსებულ აგრეგატებზე 5-ჯერ უფრო მაღალი სიჩქარის განვითარებას შეძლებს.

ამჟამად ეს ყველაფერი რომელიღაც ფილმის სცენარს გავს, თუმცა უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა. ინჟინერები უკვე აქტიურად მუშაობენ და პირველი სატესტო ფრენები 2030 წლიდან უნდა დაიწყოს.

აღსანიშნავია, ბრიტანეთიდან ასვტრალიამდე პირდაპირი ფრენა ავიაკომპანია Qantas-ის დამსახურებით უკვე შესაძლებელია, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ჰაერში მთელი 17 საათის გატარება მოგიწევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g