LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის მიერ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპაციის ქვეშ მოექცევა

75
რუსები

„რუსეთმა დონბასში ოპერაციების ინტენსივობა გაზარდა, რადგან ის ცდილობს ალყა შემოარტყას სევეროდონეცკს, ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეს, რათა მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპაციის ქვეშ მოაქციოს“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

ახალი ანგარიშის თანახმად, ამჟამად, რუსეთის ოპერაციების ჩრდილოეთ და სამხრეთ ღერძები გამოყოფილია უკრაინის მიერ კონტროლირებადი დაახლოებით 25 კმ-იანი ტერიტორიით.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის „გაერთიანებული ძალების ოპერაცია“, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურ სარდლობას და კონტროლს ამ ფრონტზე. თუმცა, მათივე ცნობით, რუსეთმა გარკვეულ ლოკალიზებულ წარმატებებს მიაღწია, ნაწილობრივ საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის გამო.

„რუსეთის მიერ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, მთელი ლუგანსკის ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია,  ამჟამად რუსეთის მთავარ ძალისხმევას წარმოადგენს, დონბასის დაპყრობის კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია.

თუ დონბასის ფრონტის ხაზი უფრო დასავლეთით გადავა, ეს გააფართოებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს და, სავარაუდოდ, მის ძალებს ლოგისტიკური მომარაგების კუთხით შემდგომი სირთულეები შეექმნება.“– აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 3 თვეში იგივეა, რაც ავღანეთის 9-წლიანი ომის დროს

ნიკოლაევში აღმოაჩინეს სამოქალაქო მანქანები, დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით

რუსეთმა თავის ტერიტორიაზე იძულებით 1.4 მილიონი უკრაინელი წაიყვანა – ლუდმილა დენისოვა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g