LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ელჩი გაეროში: კიდევ რამდენი სისულელე უნდა ვითმინოთ რუსეთისგან, უკრაინისთვის ჩირქის მოცხების ნაცვლად, მან ყურადღება უნდა გაამახვილოს ვალდებულებებზე და ომი დაასრულოს

44
Untitled design (7)

გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე უკრაინაში არსებული ვითარება და ბიოლოგიური იარაღის საკითხები განიხილეს. 

სიტყვით გამოსვლის დროს, გაეროში დიდი  ბრიტანეთის ელჩმა ბარბარა ვუდვორდმა რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა შეთქმულების თეორიების გავრცელების გამო, რომ თითქოს აშშ-ს უკრაინაში „სამხედრო ბიოლოგიური პროგრამები“ აქვს.

როგორც ვუდვორდმა აღნიშნა, რუსეთის ქმედებების გამო, საბჭო რეპუტაციის შელახვის საფრთხის წინაშეა:

„კიდევ რამდენი ეს სისულელე უნდა ავიტანოთ? ეს საბჭო სერიოზული ორგანოა და რუსეთის ქმედებებით რეპუტაციის შელახვის საფრთხე ემუქრება.

არის უამრავი საკითხი, რომელიც ჩვენს ყურადღებას ითხოვს, მაგრამ რუსეთი დღის წესრიგს ბლოკავს შეთქმულების თეორიებით.

მოკლედ ვიტყვი, რადგანაც ეს შეხვედრა დროის ფუჭად კარგვაა – რუსეთმა აქ კიდევ ერთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოგვიწვია. ვიტყვი, რომ რუსეთის დელეგაციამ კარგად იცის, ბრალდება ყალბია და ის პუტინის ბრძანებას ასრულებს. მიმაჩნია, რომ ეს დროის კარგვაა და საბჭომ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომლის მიზანიცაა, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გადაფარვა და გაუმართლებელი ომის გამართლების მცდელობა.

რუსეთს არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია, მათ შორის ე.წ. „ბინძურ ბომბზე“, ქიმიურ იარაღსა და ბიოლოგიურ კვლევებზე.

გასულ თვეში რუსეთის ბრალდებები ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცესების შესაბამისად განვიხილეთ. ამ შეხვედრას დაესწრო 89 მონაწილე სახელმწიფო და მოისმინეს, როდესაც რუსეთმა არაფერი წარმოადგინა, გარდა შეცდომაში შემყვანი საჯარო დოკუმენტებისა, რომლებიც ვიკიპედიიდან გადმოტანილი სურათები იყო.

ეს პროცესი დასრულდა. რუსეთის პრეტენზიები მოისმინეს, განიხილეს და უარყვეს. შემდგომი გამოძიებისა და შემდგომ ქმედებასთან დაკავშირებული წინადადებების განხილვის მიზნით შეხვედრა აღარ მომხდარა, ვინაიდან ეს ამ საბჭოს დროის კარგვა იქნებოდა.

უკრაინისთვის ჩირქის მოცხების მცდელობის ნაცვლად, რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ვალდებულებებზე და დაასრულოს ომი“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა გაეროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g