LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ელჩმა საზეიმო მიღებაზე სტუმრებს ქართულად მიმართა (ვიდეო)

110

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ბრიტანეთის ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაქენზიმ დამსწრეებს ქართულად მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას ჯასტინ მაქენზი სმიტმა ქვეყნებს შორის ორმხრივ მეგობრობას გაუსვა ხაზი და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„მე დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს ძალიან ღრმა და ძლიერი ფესვები აქვთ. დიდი ბრიტანეთის თანადგიომმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ სალი კლდესავით მტკიცეა“, – აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა. 

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოხატა კენსინგტონში დაღუპულთა გამო და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების 25 წლისთავს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1992 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

წყარო: 1tv.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g