ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ჯორჯი, 13 წლის გახდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად მისმა მშობლებმა, უელსის პრინცმა უილიამმა და პრინცესა ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელში შვილის ახალი კადრები გააზიარეს.
პრინცი უილიამი და პრინცესა ქეითი შვილებთან ერთად სააღდგომო ღვთისმსახურებას დაესწრნენ
„გილოცავ 13 წლის იუბილეს, ჯორჯ!“ – ასე დაასათაურეს მათ ფოტო, სადაც ბრიტანეთის მომავალი მეფე ოფიციალურ სამოსში, ღიმილიანი სახით პოზირებს.
პრინც ჯორჯს დაბადების დღე მეფე ჩარლზ III-მა და დედოფალმა კამილამაც მიულოცეს. მათ ფოტო „სთორიზე“ გააზიარეს წარწერით, „გილოცავ 13 წლის იუბილეს, პრინც ჯორჯ!“
მოგვიანებით უილიამმა და ქეითმა გამომწერებს აქამდე უცნობი ვიდეოც გაუზიარეს, რომელშიც ჯორჯი ზღვის სანაპიროზე მხიარულად ატარებს დროს.
ცნობისთვის, პრინცი ჯორჯი უელსის პრინცისა და პრინცესის სამი შვილიდან უფროსია. მას ჰყავს 11 წლის და, პრინცესა შარლოტა და 8 წლის ძმა, პრინცი ლუი. ჯორჯი 2013 წლის ივლისში დაიბადა და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის რიგში მეორე ადგილს იკავებს.
სექტემბრიდან პრინცი სწავლას Eton College-ში გააგრძელებს, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრიტანულ სკოლაში, სადაც 1995-2000 წლებში მისი მამაც, პრინცი უილიამი სწავლობდა.
რა ლამაზი ოჯახია: პრინცი უილიამი და ქეითი სამი შვილით საშობაო კონცერტზე მივიდნენ
ქეითის და უილიამის ძველი ფოტო საშობაო ბარათზე – რა ხდება სამეფო ოჯახში
