დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგების დათვლა დასრულდა, ბრიტანელების 51.9%-ს ევროკავშირიდან გასვლა სურს, 48.1 %-ს კი დარჩენა.
ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას მხარი ლონდონელების, შოტლანდიელების და ჩრდილო ირლანდიელების უმეტესობამ დაუჭირა. ინგლისის საგრაფოებსა და უელსში კი ევროკავშირიდან გასვლას ამჯობინებენ.
ამასთან, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რეფერენდუმის შედეგის ფონზე ფუნტ სტერლინგის კურსი, ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დაბლა დაეცა.