დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ ინიცირებულ ევროკავშირიდან გასვლის გეგმას მხარი დაუჭირა.
BBC-ის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 358-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 234 გამოვიდა.ამ გზით გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებას 31 იანვარს შეძლებს. თემთა პალატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი განსახილველად ზედა, ლორდთა პალატას გაეგზავნა.
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი დიდ ბრიტანეთს Brexit-ის შემდეგაც შეუნარჩუნდება
მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენას უვიზოდ 6 თვის განმავლობაში 90 დღემდე შეძლებენ
ბრექსიტთან დაკავშირებით სადაო შეთანხმების დამტკიცება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
 
				 
															
 
															 
						 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 