LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

134
-110241551-hi058740782

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ ინიცირებულ ევროკავშირიდან გასვლის გეგმას მხარი დაუჭირა.

BBC-ის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 358-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 234 გამოვიდა.ამ გზით გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებას 31 იანვარს შეძლებს. თემთა პალატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი განსახილველად ზედა, ლორდთა პალატას გაეგზავნა.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი დიდ ბრიტანეთს Brexit-ის შემდეგაც შეუნარჩუნდება

მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენას უვიზოდ 6 თვის განმავლობაში 90 დღემდე შეძლებენ

ბრექსიტთან დაკავშირებით სადაო შეთანხმების დამტკიცება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები