„გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც ვიზიტორთა მიღება იქნება შესაძლებელი:
„ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.
გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.
ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.
სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“, – აღნიშნულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
📍 ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. გაერთიანებული…
Posted by British Embassy Tbilisi on ორშაბათი, 13 მაისი, 2024