ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა რიოს ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყნის სპორტსმენებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. შესაბამისი ვიდეო კენსინგტონის სასახლის ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
სამეფო ოჯახის ახალგაზრდა თაობა იმედოვნებს, რომ მათი სპორტსმენები სპორტის ბევრ სახეობაში ასახელებენ სამშობლოს.
„2012 წელს ჩვენ საუკეთესო ბრიტანელი სპორტსმენების შესაძლებლობები ვიხილეთ. გაგვიხარდება თუ იმავე ძალას რიოშიც ვნახავთ. გგულშემატკივრობთ!“ – ამბობს კლიპში კეიტი.
The Duke, Duchess and Prince Harry wish all the @TeamGB athletes good luck ahead of #Rio2016 #BringOnTheGreathttps://t.co/isxyHEv7mM
— The Prince and Princess of Wales (@KensingtonRoyal) August 4, 2016

