LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა – პრინცესა ევგენიას ვაჟი შეეძინა

148
prncsevgenia2010

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა. დედოფალ ელისაბეტის შვილიშვილი, პრინცესა ევგენია და მისი რჩეული, ჯეკ ბრუკსბენკი მშობლები გახდნენ, მათ ვაჟი შეეძინათ. ახალი ამბის შესახებ სამეფო ოჯახმა მსოფლიოს სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა.

30 წლის პრინცესა ევგენია პორტლანდის სამშობიარო სახლში 9 თებერვლის დილას გადაიყვანეს. როგორც სამეფო ოჯახის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. მალევე შვილის პირველი ფოტო თავად ევგენიამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. ფოტოზე მხოლოდ ახალშობილისა და მშობლების ხელები ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ევგენიამ და ბიზნესმენმა ჯეკ ბრუკსბენკმა 2018 წელს იქორწინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები