LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ტყეში 22 ცალი მოპარული Land Rover იპოვეს

114
7657

ბრიტანელმა პოლიციელებმა ტყეში ათობით მოპარული Land Rover იპოვეს. სპეც-ოპერაციის შედეგად გამოძიებამ დაადგინა, რომ მთელი წლის განმავლობაში ბოროტმოქმედები კარგად დამუშავებული სქემით ხელმძღვანელობდნენ და მოსაპარად სწორედ ამ ბრენდს ირჩევდნენ. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ყველგანმავლების მეპატრონეებს აფრთხილებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები კიდევ უფრო უნდა გაამკაცრონ.

პოლიციის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე პერიოდში რეგიონში Land Rover-ის მოპარვის 40-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. გატაცებული ავტომობილების მოსაძებნად გამოძიება სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდა: ტერიტორიის ფეხით პატრულირება, უპილოტოს დახმარებით მონიტორინგი, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია სოციალური ქსელებით.

შედეგად ჩატარდა მასშტაბური სამძებრო ოპერაცია და გატაცებული ავტომობილების ნახევარს მიაკვლიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები