LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში აუქციონზე გაყიდეს სააღდგომო კვერცხი, რომელიც უკვე 85 წლისაა

133
სააღდგომო კვერცხი

უნიკალური სააღდგომო კვერცხი, ბრიტანეთში Hansons-ის აუქციონზე გაიყიდა. სიახლის შესახებ BBC წერს.

კვერცხი 1939 წელს ვინმე სიბილ კუკს ბიძამ უყიდა. მაშინ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბუნებრივია, ტკბილეული დიდ დეფიციტში იყო და კაცმა პატარა გოგონას ურჩია, კვერცხით მიღებული სიამოვნება რამდენიმე კვირაზე გადაენაწილებინა.

როგორც ჩანს, სიბილზე საჩუქარმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მას შოკოლადი საერთოდ აღარ გაუხსნია და სიცოცხლის ბოლომდე ორიგინალი შეფუთვით ინახავდა. ქალი 2021 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, ისტორიული კვერცხი კი მემკვიდრეობით მის შვილებს გადაეცათ.

სააღდგომო კვერცხის გაყიდვაც სწორედ მათ გადაწყვიტეს. როგორც Hansons-ის აუქციონის სახლის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, ლოტის ფასი 300-500 გირვანქა სტერლინგი იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ ის მხოლოდ 200 გირვანქად გასხვისდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები