დიდ ბრიტანეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი ცდის ჩატარებას აპირებენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები გეგმავენ, ორი ვაქცინა შეურიონ ერთმანეთში, იმედოვნებენ, რომ ამით პანდემიის დამარცხების კიდევ ერთ გზას იპოვიან.
ოქსფორდის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შერეული დოზები ადამიანებს უკეთ დაიცავს ინფექციისგან, ვიდრე ორივე დოზაზე ერთი ვაქცინის გამოყენება. პირველ დოზად ზოგს ერთს მათგანს გაუკეთებენ, ზოგს მეორეს და მოსინჯავენ დოზებს შორის დროის სხვადასხვა შუალედს.
როგორც ცნობილია, ორივე ვაქცინა 2 დოზის გაკეთებას მოითხოვს.
ახალი კვლევა ერთმანეთს შეადარებს დოზების რვა სხვადასხვა კომბინაციას.
მეცნიერებიც და მთავრობაც ამ სახის ცდის დაწყებას მოუთმენლად ელოდებიან. 2020 წლის ბოლოს, ბრიტანეთის მთავრობამ ვაქცინების ექსტრემალურ გარემოებებში შერევა დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციის მხარდამჭერი სამეცნიერო მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.
თუ აღმოჩნდა, რომ ვაქცინები ურთიერთშენაცვლებადია, გაცილებით ვაქცინაციის პროცესი გაცილებით მარტივი იქნება.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ვაქცინების კომბინაციამ შეიძლება, ვირუსისგან უფრო დიდი ხნით და საფუძვლიანად დაიცვას ადამიანები.
კვლევაში მონაწილეობის მსურველი მოხალისეების აყვანას თებერვალში იწყებენ. შედეგების მიღებას კი მეცნიერები მაისის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე იმედოვნებენ.
აღსანიშნავია, რომ „ასტრაზენეკამ კიდევ ერთი კომბინაცია დაანონსა. ის საკუთარ ვაქცინას რუსეთის „სპუტნიკ V-სთან“ ერთად გამოიყენებს.
