LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც კორონავირუსს ყველაზე დიდ ხანს ებრძოდა

38
skynews-coronavirus-infection_5953727

დიდ ბრიტანეთში გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელსაც Covid-19-ით დაავადების ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევა დაუფიქსირდა. Sky News-ის ინფორმაციით, მამაკაცი ვირუსს 411 დღის განმავლობაში ებრძოდა.

59 წლის მამაკაცს კორონავირუსი 2020 წლის დეკემბერში დაუდასტურდა. მიუხედავად სიმპტომების გაქრობისა, ტესტები კვლავინდებურად დადებით პასუხს აჩვენებდა. ექიმების ინფორმაციით, ბრიტანელს კოვიდის ერთ-ერთი ადრეული შტამი ჰქონდა.
დროთა განმავლობაში დადგინდა, რომ მამაკაცს იმუნური სისტემა დაუსუსტდა და ვირუსთან ბრძოლას ამდენი ხანიც სწორად ამიტომ დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდით ავადობის ყველაზე ხანგრძლივი წინა შემთხვევაც ბრიტანეთს უკავშირდება. პაციენტი 18 თვის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა და სამწუხაროდ, მისი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები