LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადაუნერგა

110
Screenshot 2024-11-26 174136

აშშ-ში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა, ქრონიკული დაავადების მქონე ქალს ორივე ფილტვი რობოტმა გადაუნერგა. სიახლის შესახებ ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრი წერს.

პაციენტი თავადაც ექიმი, 57 წლის შერილ მერკარია. ქალს უკვე წლებია ფილტვების დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა განსაკუთრებით კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა.

სამედიცინო ჩარევა რომ რობოტის დახმარებით უნდა ჩატარებულიყო, ეს გადაწყვეტილება მედიკოსმა თავად მიიღო. ოპერაცია ერთი თვის წინ ჩატარდა და პაციენტი უკვე გამოწერისთვის ემზადება. ის თავს გადასარევად გრძნობს და თვლის, რომ ცხოვრებაში მეორე შანსი მიეცა.

სპეციალისტთა შეფასებით, ახალი მეთოდი ოპერაციის წარმატებულობას მაქსიმალურად ზრდის და რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები