LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში პაციენტს ხელის მოძრაობის აღსადგენად ტვინში ჩიპი პირველად ჩაუდგეს

107
ქირიას NEWS შაბლონი (3)

ჩინეთში ექიმებმა პირველად ჩაატარეს მსოფლიოში პირველი კომერციულად დამტკიცებული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) იმპლანტაციის ოპერაცია. ჩიპი პაციენტს, რომელსაც ზურგის ტვინის მძიმე დაზიანების გამო ხელის მოძრაობა შეზღუდული ჰქონდა, მოძრაობის ფუნქციის ნაწილობრივ აღდგენაში დაეხმარება.

პაციენტს, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა, მონეტის ზომის იმპლანტი ტვინში ჩაუნერგეს. მოწყობილობა ტვინის სიგნალებს კითხულობს და მათ სპეციალური ალგორითმების დახმარებით მოძრაობის ბრძანებებად გარდაქმნის, რაც ხელის კონტროლის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.

იმპლანტი ჩინურმა კომპანია Neuracle Medical Technology-მა ცინხუას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნა. მიმდინარე წლის მარტში ის გახდა მსოფლიოში პირველი ინვაზიური ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი, რომელმაც კომერციული გამოყენებისთვის ეროვნული მარეგულირებლის ოფიციალური ნებართვა მიიღო და მხოლოდ კლინიკური კვლევებით აღარ შემოიფარგლება.

სპეციალისტების თქმით, ახალი ტექნოლოგია განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ზურგის ტვინის დაზიანების გამო ხელების მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად დაკარგული აქვთ. მისი მიზანია პაციენტებს ყოველდღიური მოქმედებების – საგნების დაჭერის, ხელის მოძრაობისა და სხვა ძირითადი ფუნქციების, აღდგენაში დაეხმაროს.

ეს მიღწევა კიდევ უფრო ამძაფრებს კონკურენციას ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტვინის ინტერფეისების ტექნოლოგიებში. მაშინ, როცა Neuralink-ი კლინიკურ კვლევებს აგრძელებს, ჩინეთმა უკვე კომერციული გამოყენებისთვის დამტკიცებული სისტემის პრაქტიკაში დანერგვა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები