LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში კრემლის პროპაგანდისტულ არხს, Russia Today-ს, მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმეს

93
Russia Today

ბრიტანეთში კრემლის პროპაგანდისტულ არხს „Russia Today“-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმეს.

მედიის მარეგულირებელი Ofcom-ის განცხადებით, ლიცენზიის გაუქმება „დაუყოვნებლივ შევა ძალაში.“

„ჩვენ არ მივიჩნევთ RT-ის ლიცენზიას მიზანშეწონილად და სათანადოდ იმისათვის, რომ ჰქონდეს გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო ლიცენზია“, – განმარტა Ofcom-მა.

Ofcom-ი აწარმოებს 29 გამოძიებას „RT-ის ახალი ამბებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმდინარე მოვლენების სათანადო მიუკერძოებლობის შესახებ“.

არხი უკვე გაქრა დიდი ბრიტანეთის ყველა სამაუწყებლო პლატფორმიდან.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი, ბლოკმა სანქციები გამოიყენა სატელიტური კომპანიების მიმართ ლუქსემბურგსა და საფრანგეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g