LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში მფრინავი ტაქსების პრემიერა შედგა

67

ელექტრონული მფრინავი ტაქსები სახელად EVTOL ფართო საზოგადოებაში სავარაუდოდ 4 წელიწადში გამოჩნდება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, უჩვეულო საფრენი აპარატი ადგილობრივ აეროპორტებს საგრძნობლად განტვირთავს და ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვსაც შეამცირებს.

მფრინავი ავტომობილების შექმნაზე აეროკოსმოსური კომპანია Vertical Aerospace რამდენიმე წელია რაც მუშაობს და მათი კომერციული ექსპლუატაცია 2022 წლიდან უნდა დაიწყოს. მომავალში კომპანია უპილოტო მოდელებზეც დაიწყებს მუშაობას და მათი ფრენის მანძილი 800 კმ. იქნება.

რაც შეეხება ტაქსის პროტოტიპს მას სულ 4 მგზავრის გადაყვანა შეუძლია და ფრენის მანძილი 150 კმ-ს შეადგენს. ხოლო, რაც შეეხება მაქსიმალური სიჩქარეს, ის -300 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები