LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში მთავარი მაგისტრალი ალკოჰოლმა წალეკა

247
-108621063-mediaitem108621062

ბრიტანეთის მთავარი მაგისტრალ M6-ზე ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა და ნამდვილი კოლაფსი გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ ავტომობილს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი გადაჰქონდა და ავარიის შედეგად ათასობით ლიტრი სპირტიანი სასმელი გზაზე დაიღვარა.

ბუნებრივია, ინციდენტის გამო მოზრდილი საცობი წარმოიქმნა და სანამ ადგილზე სახანაძრო მანქანები არ მივიდნენ და მაგისტრალი არ გადარეცხეს სიტუაცია ვერ დარეგულირდა. მანამდე კი ჯინის გადარჩენას სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ადგილობრივი პოლიციის განმარტებით შემთხვევამ მძღოლებს დიდი დისკომფორტი შეუქმნა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ავარიის შედეგად არავინ დაზარალებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები