ლონდონის პოლიციამ 60-მდე პრემიალური ავტომობილი და სპორტქარი მოაგროვა. ჩამორთმეულ მანქანებს შორისაა ისეთი მოდელები როგორიცაა – Ferrari, Lamborghini, Bentley, ასევე Rolls-Royce და McLaren. ყველა ჩამორთმეული ავტომობილის საერთო ღირებულება 7,7 მილიონი დოლარია.
ლონდონის პოლიციამ სპეც-ოპერაცია ადგილობრივთა მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ ჩაატარა. ამ ავტომობილების მეპატრონეები ტრანსპორტს საშიშად მართავდნენ, აწყობდნენ რბოლებს და ა.შ.
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ მიჩიგანის შტატის პოლიციამ ვინტაჟური Chevrolet Camaro იყიდა. საყიდელი ფული კი ნარკომოვაჭრეებისგან მიიღო.