LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lotus-ი წარმოებას აშშ-ში გადაიტანს

107
Lotus-ი წარმოებას აშშ-ში გადაიტანს

სპორტული ავტომობილების ლეგენდარული მწარმოებელი Lotus, რომელიც ბოლო წლებია ჩინური ავტოგიგანტის Geely-ის მფლობელობაში იმყოფება, მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება. კომპანიის განცხადებით, ჰეთელში (ნორფოლკი, ინგლისი) მდებარე ქარხანა დაიხურება, ხოლო წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებს.

ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას მოახდენს დაახლოებით 1 300 თანამშრომელზე, რომელიც დღესდღეობით ქარხანაში არის დასაქმებული. ადგილობრივი პროფ-კავშირების წარმომადგენლები უკვე გამოხატავენ შეშფოთებას, რომ აღნიშნული ნაბიჯი არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკაზე იმოქმედებს, არამედ ბრიტანული საავტომობილო ინდუსტრიის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს — ინდუსტრიის, რომელიც ისედაც მძიმე გამოწვევების წინაშე დგას მაღალი ხარჯებისა და გლობალური კონკურენციის ფონზე.

Lotus-ის გადაწყვეტილება კომპანიის ელექტრომობილების ბაზარზე გადასვლას უკავშირდება. ამერიკული ბაზარი კი პერსპექტიულად ითვლება როგორც გაყიდვების პოტენციალის, ისე ტექნოლოგიური პარტნიორობის თვალსაზრისით. წარმოების შტატებში გადატანით, ბრენდი იმედოვნებს, რომ შეძლებს ოპერაციების გამარტივებას, ლოჯისტიკური ხარჯების შემცირებასა და ბაზარზე უკეთ პოზიციონირებას.

აღსანიშნავია, რომ Lotus ჰეთელში 1948 წლიდან ფუნქციონირებს და იქ შეიქმნა ისეთი საკულტო მოდელები, როგორებიცაა – Esprit, Elise და Exige. შესაბამისად, ქარხნის დახურვა სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ფაქტია როგორც ბრიტანული ტექნოლოგიური მემკვიდრეობის, ისე გლობალური ავტო ინდუსტრიისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები