LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Lotus-მა 1000 ძალის Theory წარადგინა, მოდელი მძღოლს მასაჟით ესაუბრება

117
Lotus-მა 1000 ძალის Theory წარადგინა, მოდელი მძღოლს მასაჟით ესაუბრება

Lotus-მა კონცეპტი theory 1 ინტერაქტიური სალონით წარადგინა. ბრიტანულმა ბრენდმა ახალი შოუ-ქარი ნაწილობრივ გაასაჯაროვა და სიახლე მძღოლსა და ავტომობილს შორის ურთიერთობის განსხვავებულ სახეს წარმოადგენს.

მოდელის სალონის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის „რეაქტიული ტექსტილი“ Lotuswear. სავარძლების, კარის და საჭის ტყავში ჩაშენებულია სპეციალური ელემენტები, რომელიც მასაჟისთვის გამოიყენება. მათ ფუნქციაშია მძღოლთან ტაქტილური კომუნიკაცია, მაგალითად სისტემა მძღოლს უკან მოახლოებული ავტომობილის შესახებ ამცნობს და ამას მხარზე „ხელის დარტყმით“ აკეთებს.

კონცეპტი 1000 ცხენის ძალის მქონე ძრავითაა უზრუნველყოფილი და პირველი 100 კმ-ს განვითარება 2,5 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები