LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ქათმის კვერცხი გაქრა

34
2345345

ბრიტანეთში მაღაზიების დახლებიდან თითქმის გაქრა ქათმის კვერცხი. Bloomberg-ის ინფორმაციით, მიზეზი ევროპასა და აშშ-ში ფრინველის გრიპის აფეთქებაა.

ვირუსის გამო კვერცხის ფასი ჯერ ძალიან გაიზარდა, შემდეგ კი პროდუქტი საერთოდ გაქრა. შობისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება და საუკეთესო შემთხვევაში პროდუქტზე მკაცრი ლიმიტი დაწესდება.

ოფიციალური ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე ფრინველის გრიპის 750 000 შემთხვევაა დაფიქსირებული და ეს ციფრი დღითიდღე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ არსებული ვაქცინა ფრინველს სერიოზული ავადობისა და სიკვდილისგან იცავს, თუმცა ვირუსის გავრცელებას ხელს ვერ უშლის. პრობლემას წარმოადგენენ გადამფრენი ჩიტებიც, რომლებიც ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად უწყობენ ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები