LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში კორონავირუსის 8,5 მილიონი დოზა ვაქცინა გადაყარეს

115
Capture

შვედეთში კორონავირუსის ვაქცინის 8,5 მილიონი დოზის უტილიზება მოუხდათ. ეს აცრები მოსახლეობის რევაქცინაციისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ქვეყანაში არ აღმოჩნდა საკმარისი რაოდენობის ადამიანი ვინც ბუსტერს გაიკეთებდა. ინფორმაციას ამის შესახებ English.news ავრცელებს.

შვედეთი იყო ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც ბოლო მომენტამდე ეწინააღმდეგებოდა კარანტინს და მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაციას.

აღსანიშნავია, რომ ამასობაში გერმანიაში 2 თებერვლიდან შორ გზაზე მიმავალ მატარებლებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა საქალაქო ტრანსპორტში, აეროპორტებში, საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში ეს წესი კვლავინდებურად იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები