პრინცი ჰარი სასექსის ჰერცოგი, ხოლო მეგან მარკლი ჰერცოგინია გახდა. გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ უკვე მიიღო.
„მინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ დედოფალმა პრინც ჰარის ჰერცოგის ტიტული მიანიჭა. ამიერიდან მას სწორედ ასე უნდა მიმართონ“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
სამეფო ქორწილამდე სულ ცოტა დრო რჩება. პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი რამდენიმე საათში იქორწინებენ. ცერემონია ბრიტანეთის დროით, 12:00 საათზე დაიწყება. საქორწინო ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩატარდება, სადაც პრინცი ჰარია მონათლული. ეკლესია 800-მდე ადამიანს იტევს. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ ველბი დაწერს.