დიდ ბრიტანეთში წლიურმა ინფლაციამ 30-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და თებერვალში 6.2% შეადგინა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი მიმდინარე წელს ორნიშნა ინფლაციის რისკს ელის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თებერვალში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,8%-ით გაიზარდა, რაც ერთი თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი ზრდაა 2009 წლის შემდეგ.
„ბლუმბერგი“ ყურადღებას ამახვილებს გაზის ღირებულებაზეც და იუწყება, რომ დიდ ბრიტანეთში გაზის ფასი, გასული წლის განმავლობაში, რუსეთიდან მიწოდების შემცირების გამო გაიზარდა.