ბრიტანულ სავაჭრო ცენტრ Exchange and Mart-ში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ლიმუზინი იყიდება. საუბარია 1988 წელს სპეცშეკვეთით აწყობილ Cadillac-ზე, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 58,5 ათასი ევროა.
ლიმუზინის ამჟამინდელი მეპატრონე ირწმუნება, რომ ავტომობილი ათი წლის წინ შეიძინა, თუმცა მისი და ტრამპის გარდა ავტომობილს კიდევ სამი მფლობელი ყავდა. რამდენ ხანს სარგებლობდა პრეზიდენტი ლიმუზინით, უცნობია.
ცნობილია, რომ კადილაკი ტრამპის სურვილების მიხედვით ააწყვეს, თავდაპირველად ასეთი 50 ლიმუზინის გამოშვება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ორი ეკზემპლარი აიწყო.
ლიმუზინში არის მინი ბარი და პატარა ტელევიზორი ფონოგრამიანი ვიდეომაგნიტოფონით, უკანა სავარძლები ერთმანეთის მოპირდაპირედ არის განთავსებული.