LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული მედია: მეგან მარკლი ამერიკის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

174
Meghan-Markle

ბრიტანელმა ტელეწამყვანმა ბევერლი ტერნერმა Channel 5-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მეგან მარკლი საპრეზინდენტო მარათონში ერთვება. როგორც ტელეწმყვანი ამბობს, მას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. წამყვანს არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს მეგან მარკლი ამერიკის პირველი პირის თანამდებობისთვის მარათონში ჩაბმას.

ამის დასტურად ტერნერს მეგანის ახალი კონტაქტები მოჰყვას. ბოლო დროს სასექსის ჰერცოგინია ძალიან დაუახლოვდა მიშელ ობამას და ჩაერთო კამპანიაში Black Lives Matter. ცოტა ხნის წინ პრინცი ჰარის მეუღლე გაეროს ფონდის მიერ ორგანიზებულ ქალთა ფორუმშიც ჩაერთო, სადაც გამომსვლელთა შორის ასევე იყო ჰილარი კლინტონიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g