LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wanderlust საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე წარადგინა

107
wonderlust

პოპულარული ბრიტანული სამოგზაურო გამოცემის Wanderlust ვებგვერდზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.

გარდა ქვეყნისა, ევროპის სასურველ ტურისტულ მიმართულებებად დასახელებულია თბილისიც და ბათუმიც.

Wanderlust Travel Awards-ზე თბილისსა და ბათუმთან ერთად ნომინირებულია შემდეგი ქალაქები: ათენი, ბერლინი, ბოლონია, ბორდო, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, დრეზდენი დუბლინი, ედინბურგი, გენუა, გენტი, სტამბოლი, მადრიდი, ოსლო, პორტო, პრაღა, რიგა, სიენა, სოფია, ვალენსია, ვენა, ვილნიუსი და ა.შ.

ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე ხმის მიცემა უკვე დაიწყო და ის 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ.

პრესტიჟული Wanderlust Reader Travel Awards 24-ედ ლონდონის ეროვნულ გალერეაში 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.

დაჯილდოებაზე გამოვლინდება ყველაზე სასურველი ქალაქები, რეგიონები, ქვეყნები და ახალი მიმართულებები, რომლებიც შერჩეულია Wanderlust-ის მკითხველების მიერ, გარდა ამისა, დაჯილდოვდება საუკეთესო მიმართულებები თავგადასავლების, კულტურისა და მემკვიდრეობის, ბუნებისა და ველური ბუნების, გასტრონომიის და მდგრადი მოგზაურობისთვის.

ცნობისთვის, ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად ატარებს.

Wanderlust მკითხველს მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ.

ჟურნალის ტირაჟი 137959 ასლს შეადგენს, ხოლო ვებგვერდს ყოველთვიურად 1.6 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g