ამერიკულმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ ბრიტნი სპირსი დედა მესამედ გახდება. ინფორმაცია ამის შესახებ ვარსკვლავთან დაახლოებულმა წყარომ გაავრცელა. მისი თქმით, ბრიტნი სცენის დროებით მიტოვებას გეგმავს, რაც სწორედ ორსულობით აიხსნება. ის და მისი ბოიფრენდი, სემ ასგარი კი ამ ამბით ძალიან გახარებულები არიან, რადგან მათ უზომოდ უყვართ ერთმანეთი. მომღერალს სურს, რომ მესამე გოგო ეყოლოს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნის ორი ვაჟიშვილი კევინ ფედერლაინთან ქორწინებიდან ჰყავს.
წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით კი, უახლოეს მომავალში მათ შესაძლოა, ურთიერთობა დააკანონონ.