ბრიტნი სპირსს ვარჯიში სახლის პირობებში უკვე წესად ექცა. პოპის პრინცესას ყოველდღიურ რეჟიმში დროის უმეტესი ნაწილი საუკეთესო შედეგის მიღწევას ეთმობა.
ამის კიდევ ერთი დასტური ამერიკელმა მომღერალმა ახლახან, ,,ინსტაგრამზე” გააზიარა. ვიდეოში, რომელსაც ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, 32 წლის შემსრულებელი ჯენიფერ ლოპესის 2014 წლის ჰიტზე Booty ვარჯიშობს.
ამასთან, როგორც სპირსი აღნიშნავს, კილოგრამების დაწვისთვის, მას მონოტონურ აერობულ და კარდიო დატვირთვებზე მეტად ფიზიკური ვარჯიში და მუსიკა ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ Booty ჯეი ლოს იგი აზალიასთან დუეტია. სინგლი ლოპესის მერვე სტუდიურ ალბომში – A.K.A. შედის.