ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე ზაფხულის ფოტოებს გვიზიარებს, რომელიც მან მაიამიში, თავის მეგობარ ბიჭთან სემ ასგართან ერთად გაატარა.
„მე ყოველთვის მშვენიერ დროს ვატარებ მასთან ერთად“, – წერს პოპ-ვარსკვლავი. ფოტოზე წყვილი იახტაზე ნებივრობს.
შეგახსენებთ, 37 წლის ბრიტნი და 25 წლის მოდელი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. მათ ერთმანეთი სიმღერის Slumber Party კლიპის გადაღებებზე გაიცნეს.
ტაბლოიდების აზრით, მათ საკმაოდ გრძელვადიანი და ღრმა ურთიერთობა აქვთ.