ბრიტნი სპირსის სკანდალურ მემუარებზე „ქალი ჩემში“ ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„მიხარია გაცნობოთ, რომ მარკ პლატთან ერთად საიდუმლო პროექტზე ვმუშაობ. მან რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ფილმი შექმნა… დაელოდეთ მეტ ინფორმაციას“, – დაწერა სპირსმა X-ზე .
მედიის ცნობით, Universal-მა ბრიტნი სპირსის მემუარებზე უფლებები უკვე შეიძინა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ვიდეო: ჯასტინ ტიმბერლეიკმა ბრიტნი სპირსის ბოდიში არ მიიღო – ექს-წყვილის ომმა სცენაზე გადაინაცვლა
ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს სასამართლოში უჩივლებს