ბრიტნი სპირსმა ბავშვებისთვის სამედიცინო ცენტრი გახსნა. საავადმყოფო ნევადას შტატში აშენდა და ის იმ პატარებისთვისაა განკუთვნილი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის. ცენტრის მშენებლობა ბრიტნიმ მთლიანად დააფინანსა, მადლიერმა პერსონალმა კი დაწესებულებას მისი სახელი დაარქვა. სპირსის განცხადებით, ფულის შეგროვება მან 2014 წელს დაიწყო და 3 წლის განმავლობაში ჩატარებული კონცერტების მეშვეობით მილიონ დოლარზე მეტის მოგროვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის გახსნაზე მომღერალი თავის ბოიფრენდთან, სემ ასგართან ერთად მივიდა. წყვილი ერთმანეთს წელიწადზე მეტია ხვდება და ტაბლოიდები მათ ურთიერთობას საკმაოდ სერიოზულად თვლიან.

