დღეს, 6 ივნისს, იაპონიის ქალაქ ოსაკაში ბრიტნი სპირსის კონცერტი გაიმართება. ტრადიციულად, თაყვანისმცემლები ბრიტნისგან დიდი ენერგეტიკას და ქორეოგრაფიას ელოდებიან.
კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე კი ბრიტნიმ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის თავის ახალგაზრდა ბოიფრენდთან, სემ ასგარისთან ერთად საცეკვაო მოძრაობებს უკეთებს დემონსტრირებას. ცეკვა კოცნით მთავრდება. ბუნებრივია, მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვარსკვლავის თაყვანისმცემლებში, რომლებმაც სპირსისა და ასგარის წყვილის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს.
A post shared by Britney Spears (@britneyspears) on