LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსს შეყვარებულისგან შვილის გაჩენას მამა უკრძალავს

84
20200506-brit-post1

38 წლის პოპ-ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი და 26 წლის მოდელი, სემ ასგარი უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. სულ ცოტა ხნის წინ ბრიტნიმ გაამხილა, რომ შეყვარებულისგან შვილის გაჩენა სურს, თუმცა მისი მამა, 67 წლის ჯიმი სპირსი ამის წინააღმდეგია.

ამ მომენტში ბრიტნის მეურვედ, კვლავ მისი მამა რჩება, მემკვიდრეობის საკითხი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ვარსკვლავი ცდილობს სრული თავისუფლება მოიპოვოს და მამის მეურვეობიდან განთავისუფლდეს.

ცნობისთვის, ბრიტნისა მამასთან ურთიერთობა მაშინ გაფუჭდა, როდესაც გაირკვა, რომ ჯიმი უფროს შვილიშვილზე ძალადობდა.

შეგახსენებთ, ბრიტნი და მისი ყოფილი ქმარი, კევინ ფედერლაინი ორ ვაჟს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები