მას შემდეგ, რაც ბრიუს უილისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ცალკე საცხოვრებლად გადასვლა მოუწია, ის პაპარაცებმა უკვე მესამედ დააფიქსირეს.
ბრიუსი პირად ასისტენტთან ერთად ლოს-ანჯელესში ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. 70 წლის მსახიობი მშვენივრად გამოიყურებოდა კრემისფერ შარვალსა და ნაცრისფერ მაისურში.
რამდენიმე თვის წინ დემენციის მქონე ბრიუს უილისი დამოუკიდებლად, სპეციალურად მოწყობილ სახლში, ოჯახისგან მოშორებით გადაიყვანეს საცხოვრებლად. მისი მეუღლე, ემმა ჰემინგი კრიტიკის სამიზნე გახდა. ის გამუდმებით თავის მართლების პოზიციაში იმყოფება.
„ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩვენი ქალიშვილების გამო. მათ სჭირდებათ თავისუფლება, ბავშვური ცხოვრება და არა მუდმივი ტკივილის ატმოსფეროში ყოფნა. ახლა აღარ ვარ მომვლელი და ცოლის მოვალეობის შესრულებას უფრო ვახერხებ“, – განაცხადა ემმამ.