სპექტაკლში „მიზერი“, რომელიც ბროდვეის სცენაზე სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით დაიდგა, ბრიუს უილისმა მწერლის – პოლ შელდონის როლი შეასრულა.
სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი მწერალი ავტოკატასროფაში ხვდება. მას უგონო მდგომარეობაში პოულობს მისი დიდი ხნის ფანი ენი უილქსი, რომელიც შელდონს სახლში წაიყვანს და მის მკურნალობას გადაწვეტს. მწერალმა კი ჯერ არ იცის, რომ საქმე ფსიქიურად აშლილ სერიულ მკვლელთან აქვს. უილქსის როლს სპექტაკლში ლორი მეტკაფი ასრულებს.