LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუს უილისის მეუღლე, უილისი-მურის კარანტინის ერთობლივ ფოტოს გამოეხმაურა

1202
20201004-brus-post

65 წლის ბრიუს უილისისა და მისი ყოფილი მეუღლის, 57 წლის დემი მურის თვითიზოლაციის პერიოდში გადაღებულმა, ერთობლივმა ფოტოებმა უამრავი ადამიანი გააკვირვა. ბრიუსი თვითიზოლაციაში დემი მურის სახლში იმყოფემა და დროს თავის 3 ქალიშვილთან ერთად ატარებს.

ფოტო: დემი მური და ბრიუს უილისი თვითიზოლაციის დღეებს ერთად ატარებენ

ყველა ოჯახის წევრს, შინაური ცხოველების ჩათვლით, ზოლებიანი ტანისამოსი აცვია

ბრიუსს ამჟამად მეუღლე, 41 წლის ემმა ჰემინგი და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავს. მას შემდეგ, რაც  დემი მურმა ფოტოებზე კომენტარი გააკეთა – „ოჯახური კავშირები“, მოვლენებს ბრიუსის ამჟამინდელი მეუღლეც არ ჩამორჩა და საპასუხოდ დაწერა: „ყველა მენატრებით“.

უცნობია, რა დამოკიდებულებები არსებობას ოჯახურ სამკუთხედში, თუმცა, აღნიშნული ფოტოების გავრცელებისთანავე ემმამ თავის ინსტაგრამზე ბრიუსთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მათი ურთიერთობის დასაწყისში, 2007 წელსაა გადაღებული. როგორც ჩანს, ჰემინგმა თავი შეახსენა საზოგადოებას, რომელიც უილისი-მურის წყვილის გაერთიანებით, თუნდაც მხოლოდ ფოტოებში, საოცრად გახარებული და გამხიარებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები