ბრიუსელის ხელისუფლება გეგმავს, რომ ქალაქში 40 კილომეტრი სიგრძის ახალი ველოტრასა მოაწყოს. ველოსიპედები ავტომობილებს გზის ნაწილს „წაართმევენ“. პროექტის მიხედვით, პირველ რიგში ველოსიპედის მოსახვევები გაჩნდება, რომლებიც უკვე არსებულ ველო–მარშრუტებს ერთმანეთს დაუკავშირებენ და ველოსიპედით გადაადგილებას ბევრად უფრო კომფორტულს გახდიან.
ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ კარანტინის დასრულების შემდეგ ველოსიპედი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი იქნება. რასაც ვერ ვიტყვით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა თითქმის წარმოუდგენელია. ბუნებრივია, ახალ ველო–მარშრუტებს პანდემიის დასრულების შემდეგაც გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ბელგიამ საკარანტინე რეჟიმის შემსუბუქება 4 მაისს დაიწყო. ადგილობრივებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების უფლება მისცეს ( პირბადის ტარება აუცილებელია) და ასევე შესაძლებელია სპორტით დაკავება, თუმცა მხოლოდ ღია ცის ქვეშ. 11 მაისიდან ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან მუზეუმები და სხვადასხვა დიდი კომპანიები.